გიტარაზე დაკვრა ჩაიდნებისთვის (ნაწილი 3)

ნაწილი 3.:ნოტები, ნოტები და კიდევ ერთხელ ნოტები!

ამ კატეგორიისათვის ახალი პოსტის დაწერა გამიძნელდა და საბოლოოდ ჩემი პირველი მცდელობა უაზრობა გამოდგა, იმიტომ რომ გადაწყვეტილი მქონდა გიტარაზე დაკვრა უნოტოდ მესწავლებინა…

თუ პირველად ხართ ამ ბლოგში, პირდაპირ ამ პოსტის კითხვა დაიწყეთ და დაგაინტერესათ, შეგიძლიათ ამ სერიის პოსტებს დასაწყისიდან გადახედოთ, უფრო გასაგები რომ გახდეს ყველაფერი:

1)ნაწილი 1.: სწორი ჯდომა, ხელების სწორი პოზიცია და ჯდომა მეცადინეობისას

2)ნაწილი 2.: თითების ნუმერაცია და მარჯვენა ხელით დაკვრის შესავალი

მე პირადად ასე ვისწავლე, მაგრამ მე მე თვითნ ვიჯექი და მე რასაც ვაკეთებდი და როგორ მე თვითონვე მესმოდა უნოტოდ, აი მაგ ყველაფრის სხვისთვის ახსნა კი არ შემიძლია )). ამიტომაც ცოტათი გავიჭირვოთ და ნოტები ვისწავლოთ. მსოფლიოში სულ 7 ნოტია და არ უნდა იყოს ძალიან ძნელი.

მართალია არც კლაპტონმა, არც ჰენდრიქსმა, არც გარი მურმა და არც ბიბი კინგმა ნოტები არ იცოდნენ გიტარის სწავლისას და მასზე სასწაულების კეთებისას, მაგრამ არამგონია ყველა გიტარის მოყვარულმს კლაპტონის ნიჭი ჰქონდეს დაბერტყილი ზეციდან. უნოტოდ გიტარაზე დაკვრას ჯერ ეს ერთი უფრო დიდი დრო უნდა(უნდა დაიზეპირო სად რას უკრავ და როდის, როცა არ იცი რა ნოტზე დააჭერ თითს) და აბსოლუტური სმენაც. ნოტების სწავლა კი უფრო გააადვილებს ახალი ტექნიკის ათვისებას და ჩემთვისაც უფრო ადვილი იქნება ახსნა.

დავიწყოთ. საერთოდ პიანინოზე მიყოლებით თუ დავასახელებთ ნოტებს, მათი თანმიმდევრობა ასეთია: დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი და ისევ პირველი ნოტი დო. ამ 7 ნოტს + პირველი ნოტის სისტემას მუსიკაში ოქტავა ქვია. ოქტავა ნიშნავს რვა ნოტისაგან შემდგარ ნებისმიერი თანმიმდევრობით დაწყობილ 7 ნოტს.(ანუ შეგვიძლია დოს გარდა ნებისმიერი 7 ნოტიდან დავიწყოთ ოქტავის დაკვრა)

გიტარაზეც იგივე 7 ნოტი გვაქვს, მაგრამ აქ ყველაფერი სხვაგვარად არის. არც კლავიშებია გიტარაზე და არც გვერდი გვერდ მიწყობილი ნოტები.

როგორც ვიცით გიტარა სტანდარტულად აწყობილია 5 ნოტით(პირველი და ბოლო სიმი ერთი და იგივე ნოტია), ესენია თხელი სიმიდან სქელისაკენ: მი, სი, სოლ, რე, ლა, მი. საერთოდ, ნოტების შემდეგი აღნიშვნა უფრო გაგიადვილებთ საქმეს:

დო-C(ცე)

რე-D(დე)

მი-E(ე)

ფა-F(ეფ)

სოლ-G(ჟე)

ლა-A(ა)

სი-B/H(ბე/ჰაში) – სი ნოტის ორნაირი აღნიშვნა არსებობს. მე პირადად ბეთი აღვნიშნავ. ასე რომ ბე დაიმახსოვრეთ.

About these ads

~ by bluesonguitar on December 2, 2009.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: