ისტორიული ფაქტები გიტარის შესახებ

გიტარაზე და მის ისტორიაზე უამრავი წიგნია გამოშვებული, სადაც საფუძვლიანად არის აღწერილი ამ ინსტრუმენტის ევოლუცია თანამედროვე ფორმებამდე და ჟღერადობამდე.

გიტარის ე.წ. ჩანასახი მეთექვსმეტე საუკუნეში გამოჩნდა ბარბითის() სახით. მხოლოდ მეთვრამეტე საუკუნეში ჩამოყალიბდა გიტარა იმ ფორმით, რომლითაც ჩვენ დღესდღეობით ვიცნობთ კლასიკურ 6 სიმიან გიტარას. ადრეულ ხანაში სიმებს სხვა და სხვა ცხოველების ნაწლავებისაგან ამზადებდნენ. შემდგომში ეს მასალა ნეილონმა შეცვალა.

მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს გამოიგონეს რკინის სიმებიანი აკუსტიკური გიტარა, რომელიც კლასიკური ნეილონის სიმებიანი გიტარის მოდიფიკაციას წარმოადგენდა. ასევე, რკინის სიმებმა აკუსტიკურ გიტარას შესძინა უფრო მაღალი ხმა და მჭახე ჟღერადობა.

1920 წელს გამოჩნდა გიტარის ახალი სახეობა, ე.წ. Arch-Top Guitar, რომელიც ფორმით და დიზაინით ვიოლინოს წააგავდა. მას ერთი ღრმული მაგივრად გააჩნია ორი გვერდებზე არსებული ხვრელი. ასეთი გიტარები პირველად ჯიბსონმა გამოუშვა. ამ ტიპის გიტარას ძირითადად კომპოზიციის რიტმული ნაწილის დასაკრავად იყენებდნენ. ყველაზე ცნობილ მოდელებად ითვლება ჯიბსონ ელ-500 და ჯიბსონ სუპერ-400.

1950 წელს გამოვიდა ამავე გიტარის მოდიფიცირებული ვარიანტი რომელსაც ხმის ხვრელების მაგივრათ, ე.წ. ბგერათამრთმევები(Pickup) ჰქონდა დამონტაჟებული. ეს მოწყობილობა იგივე ფუნქციას ასრულებდა რასაც ხმის ხვრელები. ასეთ გიტარებს ძირითადად ჯაზმენები და ბლუზმენები იყენებდნენ(ცნობილი ბლუზმენი ბი-ბი კინგი და ა.შ.)

უკვე მეოცე საუკუნის ბოლოსკენ ლეს პოლმა და ლეო ფენდერმა გამოუშვეს გიტარის სრულიად ინოვაციური მოდელი, ე.წ. მასიური აგებულების გიტარა, რომელმაც მსოფლიო პოპულარობა და აღიარება მოიპოვა და ახლაც ძირითად გიტარად ითვლება ნებისმიერი გიტარისტის კოლექციაში.

ერთის მხრივ, პიანინოს და საერთოდ კლავიშიან საკრავებს მრავალი უპირეატესობა აქვთ გიტარასთან შედარებით. პიანინოს 88 კლავიში ანუ ნოტი აქვს, გიტარას კი მხოლოდ ექვსი სიმი, კლავიშებზე დაჭერა უფრო ადვილია თანაც ათივე თითის გამოყენებაა შესაძლებელი, გიტარაზე კი მხოლოდ ხუთი თითით არის შესაძლებელი ნოტების აღება. მეორეს მხრივ, გიტარა უფრო კომპაქტური ინსტრუმენტია ვიდრე პიანინო, მას უფრო ინტიმური და დელიკატური ჟღერადობა აქვს, გიტარაზე შეიძლება ისეთი ეფექტების გაკეთება, როგორიცაა ვიბრატო და სტრინგ-ბენდინგი.

~ by bluesonguitar on November 20, 2009.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: