აკუსტიკური გიტარა
აკუსტიკური გიტარა კლასიკური გიტარის შემდეგ შეიქმნა კომპანია C.F. Martin-ის მიერ მე-18-ე საუკუნის მიწურულს. დღესდღეისობით, აკუსტიკური გიტარა ისევე პოპულარულია მსოფლიოში, როგორც კლასიკური გიტარა. აკუსტიკური გიტარა ძირითადად რკინის სიმებით არის აღჭურვილი და უფრო დიდი კორპუსი გააჩნია, რაც მის გამჭოლ ჟღერადობას განაპირობებს. რკინის სიმებზე დაკვრა არც ისე ადვილია როგორც ნეილონზე, ამიტომ აკუსტიკურ გიტარაზე უკრავენ ე.წ. პიკით(Pick)*. თანამედროვე მუსიკალური ინსტრუმენტების სამყაროში მაღალ ხმიან ჟღერადობაზე მოთხოვნამ განაპირობა აკუსტიკური გიტარის ელექტრომოდიფიცირება. ასეთ ტიპის გიტარა ცნობილია ელ-აკუსტიკური გიტარის სახელწოდებით. ფორმით არ განსხვავდება თავისი წინამორბედისაგან, უბრალოდ კორპუსის შიგნით ჩამონტაჟებულია ხმის გამაძლიერებელი თავისი ეკუალაიზერით, რომლის სპექციალურ დინამიკთან(Amplifier)* შეერთებისას ხდება ხმის საგრძნობლად მომატება. აღარაა საჭირო ხმის ხვრელთან მიკროფონის მიტანა და ა.შ. მაგრამ არა ელექტრო აკუსტიკურ გიტარასთან შედარებით ელ-აკუსტიკურ გიტარას უფრო დაბალი ხმა აქვს დინამიკთან შეუერთებლად, ამიტომაც აკუსტიკური გიტარები მაინც არ არის მოღებული ხმარებიდან.
*პიკი(Pick) – განმარტებისთვის დააჭირე აქ.