გიტარის აგებულება

განვიხილოთ გიტარის თითოეული ნაწილი. ამ შემთხვევაში მხოლოდ ძირითადი ნაწილები რომლებიც ყველა გიტარაზე გვხვდება. მომავალში განვიხილავთ სხვა და სხვა სახის გიტარების სპეციფიურ დანამატებს.

მივყვეთ სურათზე მოცემულ ნაწილებს.

თავი(HeadStock) – არის ის ნაწილი სადაც განთავსებულია გიტარის შემდეგი ძირითადი ნაწილი – სიმების ამწყობი ხელსაწყო(Tuning Peg).

შემდეგ მოდის ნულოვანი ლადი(Nut).

გრიფი(Fretboard) – იგივე ტარი რომელზე განლაგებული ლადები და პოზიციის განმსაზღვრელი წერტილები.

ტარს ლოგიკურად მოსდევს გიტარის კორპუსი(Body).

ელექტრო გიტარისაგან განსხვავებით აკუსტიკურსა და კლასიკურ გიტარებს აქვთ ხმის ხვრელი(Sound Hole).

ხმის ხვრელთან განლაგებულია პიკის დარტყმისაგან დამცავი პანელი(Pick Guard) რომელიც იცავს გიტარას ნაკაწრებისაგან. კლასიკურ გიტარას იგი არ გააჩნია, რადგანაც კლასიკურ გიტარაზე პიკით არავინ არ უკრავს.

ელექტრო გიტარას, აკუსტიკურისაგან განსხვავებით ხმის ხვრელი არ გააჩნია. ამის მაგივრად მას აქვს ბგერის აღმქმელი ერთი ორი სამი ან ოთხი სხვა და სხვა ჟღერადობის ხელსაწყო, ე.წ. ბგერათამრთმევი(PickUp) და ხმისა და ტონის მარეგულირებელი მოწყობილობა(Tone-Volume Controls).

კორპუსის ბოლოსკენ განთავსებულია ე.წ. ხიდი(Bridge), რომელზეც დამარებულია სიმების ბოლოები.

~ by bluesonguitar on November 21, 2009.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: