გიტარის აწყობა

როგორც გავიგეთ, არსებობს გიტარის უამრავი სახეობა(კლასიკური, აკუსტიკური/ელ-აკუსტიკური, ელექტრო და ა.შ.) და მათი ნაირსახეობები. ალბათ დაგაინტერესათ მათი სიმების აწყობის ტექნიკა. ნებისმიერი სახეობის გიტარის აწყობა ერთნაირად ხდება და სიმებიც ერთნაირად იწყობა ელექტრო თუ აკუსტიკურ გიტარაზე. თუ როგორ ხდება გიტარის აწყობა ამაზე ქვემოთ ვისაუბროთ.

ყველა გიტარაზე დაკვრის სწავლის მსურველი ვერ დაიკვეხნის ნოტების კარგი ცოდნით. ვინც ნოტებში ერკვევა მათთვის ეს სქემა გასაგები იქნება.

როგორც ვხედავთ, გიტარის აწყობა პიანინოს საშუალებითაც შეიძლება, თუ რა თქმა უნდა თვითნ პიანინო აწყობილია. ისე კი, გიტარაზე ნოტების განლაგება, სისქის მიხედვით თხელიდან სქელისაკენ ასეთია: მი, სი, სოლ, რე, ლა, მი. პირველი და ბოლო სიმი ერთი და იგივე ნოტია, უბრალოდ სხვა და სხვა ოქტავაში. პირველი სიმი იგივე შუა ოქტავის მი ნოტია.

ეს იმათთვის ვინც ნოტები იცის. ახლა იმათ ვისაც წარმოდგენაც არ აქვთ ნოტებზე. ყველაზე კარგი იქნება თუ ვისწავლით ნოტებს(სულ რაღაც 7  ნოტია მსოფლიოს მასშტაბით). მაგრამ უამისოდაც შეიძლება გიტარის აწყობის სწავლა.

სურათს თუ შევხედავთ დავინახავთ გიტარის გრიფს 1-დან 5-ლადის ჩათვლით. ლადების ეს რიცხვის საკმარისია გიტარის ასაწყობათ. პირველ რიგში უნდა ავაწყოთ პირველი სიმი, რომელიც სტანდარტულად მი ნოტია. მი ნოტის დასამახსოვრებლად საჭიროა დრო, და ისე არსებობს ხელსაწყოები რომლებიც გამოსცემენ მი ნოტის ხმას და იყიდებიან ნებისმიერ მუსიკალურ მაღაზიაში.

პირველი სიმის აწყობის შემდეგ ვაწყობთ მეორეს. ეს ასე ხდება: მეორე სიმს ვაჭერთ მეხუთე ლადში. მეხუთე ლადში დაჭერილ მეორე სიმს უნდა ჰქონდეს დაუჭერელი პირველი სიმის ხმა ანუ მი ნოტის ხმა. სიმ ვუჭერთ მეხუთე ლადიდან მეორე სიმზე თითს აუშვებლად მანამ, სანამ არ მივიღებთ მი ნოტს, ანუ პირველი სიმის ხმას.

შემდეგ სიმებზე პრინციპი იგივეა მესამე სიმის გარდა. მესამე სიმზე თითს ვაჭერთ მეოთხე ლადში და მანამ ვჭიმავთ სანამ არ მივიღებთ აწყობილი მეორე სიმის დაუჭერლად მიღებულ ხმას.

და ა.შ. მეექვსე სიმამდე. სქემას თუ შეხედავთ და თან ახსნასაც წაიკითხავთ, ყველაფერს ადვილად მიხვდებით. წარმატებები!

პ.ს. მუსიკალურ სამყაროში არსებობს გიტარის სხვა და სხვა სახის აწყობა, მაგრამ ძირითადად სტანდარტული, საკონცერტო აწყობა გამოიყენება. სხვა აწყობის ტექნიკას ჩვენ ჩემდეგში გავეცნობით.

~ by bluesonguitar on November 21, 2009.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: