რჩევები გიტარის შეძენისას

თუ თქვენ ხართ დამწყები გიტარისტი ან უბრალოდ მოყვარულის დონეზე გნებავთ გიტარის სწავლა, ამისათვის პირველ რიგში, ისევე როგორც ნებისმიერი რამის სწავლისათვის, საჭიროა სურვილი და ნებისყოფა. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი, რაც დაგჭირდებათ გიტარის სწავლისათვის, არის თვითონ გიტარა )) მისი შერჩევა და ყიდვა კი არც თუ ისე ადვილია, ამიტომ მინდა რამოდენიმე რჩევა მოგცეთ ამასთან დაკავშირებით.

რომელი გიტარაა თქვენთვის საუკეთესო? – ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჯერ უნდა გადაწყვიტოთ თუ რა ჟანრის მუსიკის სწავლა გინდათ გიტარაზე.

კლასიკური გიტარა – პირველი თანამედროვე გიტარა, თავისი სახელწოდებიდან გამომდინარე კლასიკური, საკმაოდ რთული ნაწარმოებების შესასრულებლად არის იდეალური. ასევე გამოიენება პოპ და ჯაზზ მუსიკაშიც, მაგრამ მისი ჟღერადობა ძალიან რბილია ამ ჟანრებისათვის. ამიტომ ამ გიტარის ყიდვას გირჩევთ მარტო კლასიკური ნაწარმოებებისთვის. სხვათა შორის კლასიკური გიტარა ძალიან უხდება ქართულ ქალაქურ სიმღერებს. )

აკუსტიკური რკინის სიმებიანი გიტარა – შეიძლება ითქვას რომ ეს გიტარა უნივერსალურია ნებისმიერი ჟანრისათვსი, კლასიკურის გარდა. მასზე არც ისე რთულია დაკვრა, შეეჩვევით პიკით დაკვრასაც. დადებითი თვისებებიდან გამოსარჩევია მისი დაბალი ფასი(300-500ლარი). აკუსტიკურ გიტარას საკმაოდ მაღალი ხმა აქვს ამიტომ არ დაგჭირდებათ დამატებითი ხმის გამაძლიერებლების ყიდვა და ზედმეტი თანხები.

სრულ კორპუსიანი ელექტრო გიტარა – აღიარებული როგორც ყველაზე ადვილად დასაკრავი გიტარა. აქვს ძალიან თხელი სიმები, რაც განაპირობებს მასზე მარტივ დაკვრას. აქვს მგრძნობიარე ბგერათამრთმევები. დამწყებთათვის ყველაზე სასურველი და ასევე ხელმისაწვდომი(350-400 ლარი) ინსტრუმენტია. მხოლოდ ერთ ნაკლი აქვს: ხმის გამაძლიერებლის გარეშე მისი ყიდვა უარობაა დაბალი ხმის გამო.

ხმის გამაძიერებლის იგივე ამპლიფაიერის ფასები 100 დოლარიდან იწყება.

~ by bluesonguitar on November 21, 2009.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: