ჯიმი ჰენდრიქსი(1942-1970)

ჯიმი ჰენდრიქსი, იგივე ჯეიმს მარშალ “ჯიმი” ჰენდრიქსი(დაიბადა 1942 წლის 27 ნოემბერს, გარდაიცვალა 1970 წლის 18 სექტემბერს) იყო ამერიკელი გიტარისტი, მომღერალი და მუსიკოსი. სხვა მუსიკოსები და გიტარისტები მას ხშირად იხსენიებენ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ძლიერ და ნიჭიერ ელექტრო გიტარისტად მთელი როკ მუსიკის ისტორიაში.

ჯიმის მშობლები დაშორდნენ როდესაც იგი 9 წლის იყო. ოჯახური არეულობების გამო ჯიმი ხშირად ეხვეოდა ხიფათში. ორჯერ დაიჭირეს მოპარული მანქანის მართვისთვის. სასჯელის თავიდან ასაცილებლად ჯიმი იძულებული გახდა ჯარში წასულიყო 1962 წლის 31 მაისს. იგი აუყვანეს 101-ე საავიაციო ნაწილში. ყველა ჯარისკაცი და მეთაური აღნიშნავდა ჰენდრიქსის ზერელე დამოკიდენულებას სამხედრო საქმის მიმართ. მას ეძინა პოსტზე ყოფნისას და დამკვირვებელი ჭირდებოდა რამე სისულელე რომ არ ჩაედინა. ასეთ მიზეზების გამო იგი დაითხოვეს ჯარიდან. ჯიმიმ არ აღიარა მისი ჯარიდან გამოგდების ამბავი და განაცხადა რომ მისი ჯარიდან წამოსვლის მიზეზი ფიზიკური ტრავმა იყო.

ჯიმი ჰენდრიქსის პოპულარობა ერთი ხელის მოსმით არ მოსულა. თავიდან ის და მისი მეგობრები პატარა ბარებში უკრავდნენ, პატარა ქალაქებში. კბილებით დაკვრის იდეაც აქ დაებადა ჯიმის.

1966 წელს კლუბ ჩიტაში, ბროდვეიზე, როლინგ სტოუნის გიტარისტის კეიტ რიჩარდსის მომავალი მეგობარი გოგო ლინდა კეიტი გაეცნო ჯიმი ჰენდრიქსს და რეკომენდაცია გაუწია მას როლინგების მენეჯერთან ენდრიუ ლუგ ოლდემთან და პროდიუსერ სემუელ სტეინთან, მაგრამ არც ერთ მათგანს არ მოსწონებია ჯიმის შემოქმედება და ორივემ უარი განუცხადა დახმარებაზე. შემდეგ ლინდამ ჯიმის გააცნო ჯგუფ “Animals”-ის ბასისტი ჩეზ ჩენდლერი, რომელიც თავის კარიერას ასრულებდა, მენეჯერობას იწყებდა და ტალანტს ეძებდა.

ჩეზს ძალიან მოეწონა ჰენდრიქსია და ცოტა ხანში კონტრაქტი გააფფორმებინა საკუთარ თავთან და ყოფილ “Animals”-ის მენეჯერ მაიკლ ჯეფერთან. ეს ორი ადამიანი დაეხმარა ჰენდრიქსს ჯგუფის ჩამოყალიბებაში, რომელსაც სახელად დაარქვეს “The Jimi Hendrix Experience“. მასში გაწევრიანდნენ გიტარისტ-ბასისტი ნოელ რედინგი და დრამერი მიჩ მიტჩელი. ჯგუფის ჩამოყალიბებისთანავე ჯიმიმ გაიცნო ერიკ კლაპტონი, რომელიც დიდად დაეხმარა მას გზის გაკვლევაში და სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდა მასთან.

ჯიმი ჰენდრიქსი ნელ-ნელა ამოვიდა პატარა ბარებიდან და გადაინაცვლა დიდ სცენაზე. მისი პოპულარობა დღითი დღე მატულობდა. იგი ცნობილი გახდა მთელ მსოფლიოში. მასზე ათასობით ჭორი დადიოდა, ნარკოტიკების მოხმარების, ფსიქოტროპული ნივთიერებების მიღებასა და მის არატრადიციულ ორიენტაციაზეც კი. სხვათა შორის ეს უკანასკნელი ჭორი ჯარში ყოფნისას გაჩნდა და მისი სიმღერის ტექსტებშიც ხშირად ჟღერდა ამ ფაქტის სისწორის მიმანიშნებელი სიტყვები, თუმცა ეს ჭორი არასოდეს არ გამართლებულა.

~ by bluesonguitar on November 21, 2009.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: