გიტარაზე დაკვრა ჩაიდნებისთვის )) ნაწილი 1

ნაწილი 1.: სწორი ჯდომა, ხელების სწორი პოზიცია და ჯდომა მეცადინეობისას

იმ ყველაფრის შემდეგ, რაც წინა პოსტებში დავწერე გიტარის სახეობებზე, მისი განვითარების ისტორიაზე და მის შერჩევაზე, ლოგიკურად გაჩნდებოდა კითხვა: რისთვის გინდა გიტარა?

ლოგიკური პასუხიც არ დააყოვნებს: იმისთვის რომ დაუკრა ზედ, გამოსცე ხმაური, სასურველია რომ ეს ხმაური სასიამოვნო იყოს იქ მყოფი მსმენელისთვის, იმღერო გიტარის თანხლებით თუ მაინცდამაინც ჯიმი ჰენდრიქსის დონეზე უკრავ, რაშიც ეჭვი მეპარება, შეგიძლია საკუთარი სახელი დაუკრა გიტარაზე და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, გიტარაზე და მის წინაპრებზე ძირითადად უკრავდნენ. მომდევნო საუკუნეებში მთვრალი კაცები სხვა მთვრალ კაცებს გიტარებს თავზეც ამტვრევდნენ, მაგრამ ეს სხვა თემაა. ადრე ისეთი დიქტატორები როგორიც იყო მაგალითად ნერონი, სიტარის(გიტარის ბაბუაა ფაქტიურად) დამკვრელებს თავსაც აჭრიდა თუ არ მოეწონებოდა. ჩვენ საუკუნეში ეს არ გემუქრებათ, თუ რა თქმა უნდა ცუდათ არ დაუკრავთ და საკუთარ თავს თქვენ თითნვე არ მოიჭრით ელიტარულ ან პროვინციულ საზოგადოებაში. მნიშვნელობა არ აქვს რომელში, გიტარას ორივეგან უკრავენ და ორივეგან ესმით როცა ადამიანი ვერ უკრავს გიტარაზე.

ასე რომ ჩვენი მიზანია ვისწავლოთ გიტარაზე დაკვრა კატასტროდების თავიდან ასაცილებლად და ბოლოს და ბოლოს სიამოვნებისა და სხვათა გასართობადაც.

არსებობს გიტარაზე ფეხით და კბილებით დაკვრის მაგალითებიც, მაგრამ ძირითადად მასზე ხელებით ვუკრავთ. სტანდარტულად მარჯვენა ხელით მელოდიის რითმულ ნაწილს, ხოლო მარცხენა ხელით აკორდებს. ცაციები რა თქმა უნდა პირიქით.

ასე უნდა დავსხდეთ თუ კლასიკურ გიტარაზე დაკვრას ვსწავლობთ. მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ რომ ამ ზედმეტი ნავაროტკების გარეშეც შეიძება კლასიკურ გიტარაზე ნორმალურად დაკვრის სწავლა. თუ ვირტუოზობის დონეზე დაკვრას აპირებთ კლასიკურ გიტარაზე, გაბრძანდით ამ ბლოგიდან! ))

სხვა გიტარაზე დაკვრას დიდი აკრობატული მოძრაობები ნამდვილად არ სჭირდება. ერთი დადებითი თვისებაც აქვს – გამართლად ჯდომას ეგუება ადამიანი. ისე უბრალოდ ვერ დაჯდებით. სავარძელში გიტარის დაკვრა მხოლოდ სუფრაზე და გაგლეჯილი სიმთვრალის დროს, როდესაც უკვე ყველას ფეხებზე კიდია შენი გიტარაც და შენი პიროვნებაც.

ამიტომ გიტარაზე მეცადინეობისას ჯობია ისეთ სკამზე დაჯდეთ რომელზეც ხელს ვერ ჩამოსდებთ და ვერ დაისვენებთ და მისაყუდებლის გარეშე რომ არ მოეშვათ. თან წელში გამართლი უნდა დაჯდეთ. ასე ჯობია ყოველ შემთხვევაში.

შეგიძლიათ ბიძია ბუშივით მხარზე გადაიკიდოთ გიტარა. ამ შემთხვევაში არც წელშ გამართვა დაგჭირდებათ და მარცხენა ხელსაც სწორად დაიჭერთ, მაგრამ მალე დაიღლებით. და საერთდ ბუშმა გიტარაზე დაკვრა არ იცის ისე რომ ფეხზე დგომა მერე იყოს, როცა ვინმე კონცერტზე დაგაკვრევინებთ ))

გიტარაზე დაკვრაში მთავარია ხელის კუნთების სწორი განვითარება. მარცხენა ხელის პოზიცია მნიშვნელოვანი და არც ისე ადვილი დასაყენებელია.

სასურველია რომ ცერა თითი სურათზე ნაჩვენებ პოზიციაში იყოს, რაც სხვა თითებიც სიძლიერეს შეუწყობს ხელს. სოლო პარტიებში არ არის აკადემიურობის დრო, ამიტომაც გიტარის ტარს თუ შევხედავთ შევამჩნევთ რომ მისი ფორმა ზუსტად ჯდება ცერა თითსა და საჩვენებელ თითს შორის დარჩენილ ხელის არეში.

ეს ხელს უწყობს გიტარის კომფორტულად დაჭერას. იმიტომაც არ მიყვარს კლასიკური გიტარის სქელი გრიფი. აკუსტიკურზე დაკვრა გაცილებით მოსახერხებელია.

რაც შეეხება მარჯვენა ხელს, მისი პოზიციაც დიდ ყურადღებას მოითხოვს. არასწორ პოზიციაში მყოფი მარჯვენა ხელით სწრაფ მოძრაობებს ვერ გავაკეთებთ.

პირველ სურათზე ნაჩვენებია პოზიცია უპლეკტრუმოთ დაკვრის დროს, მეორეზე კი პლეკტრუმით. როგორც ვხედავთ შესახედავად დიდი განსხვავება არ არის ამ ორ დაკვრის სტილს შორის. იპიკოთ ძირითადად კლასიკურ ნეილონის სიმებიან გიტარაზე უკრავენ, აკუსტიკურზე თითებით დაკვრა ფრჩხილების გაზრდის გარეშე მტკივნეულია. ამიტომაც იხმარება პიკი. პიკს იჭერენ ცერა და საჩვენებელი თითით. ყველაზე მთავარი მარჯვენა ხელში თითების სწორი განლაგებაა. ცერა თითი არ უნდა გვივარდებოდეს ქვემოთ. ეს შეუშლის სხვა თითებს, ამიტომ ნელ-ნელა შევეჩვიოთ ცერა თითის მაღლა დაჭერას დაკვირს დროს, ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები.

~ by bluesonguitar on November 22, 2009.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: