გიტარაზე დაკვრა ჩაიდნებისთვის )) ნაწილი 2

ნაწილი 2.: თითების ნუმერაცია და მარჯვენა ხელით დაკვრის შესავალი

თეორიიდან გადავიდეთ ცოტაოდენ პრაქტიკაზეც, თორემ გიტარაზე თეორიულად ვერ ვისწავლით დაკვრას.

საერთოდ ისეთ ინსტრუმენტზე დაკვრისათვის, რომელსაც ფიზიკური დატვირთვა სჭირდება, საჭიროა პრაქტიკული მეცადინეობა. რაც უფრო მეტს ივარჯიშებ ამა თუ იმ პრაქტიკულ გაკვეთლზე, მით უფრო სწრაფად ისწავლი გიტარის დაკვრას.

მარცხენა ხელი

მარცხენა ხელი, როგორც აღვნიშნეთ, გამოიყენება აკორდების ასაღებად და საერთოდ, მელოდიის მისაღებად. მარტო მარჯვენა ხელით გიტარაზე დაკვრით ყოველთვის იმ ექვსი ნოტის ჟღერადობას მივიღებთ რომლებიც აწყობილია სიმებზე და თითის დაუჭერლადაც გამოსცემენ ხმას. ამით წინ ნამდვილად ვერ წავალთ.

საჭიროა მარცხენა ხელით აკორდების სწორად აღების სწავლა. აკორდის ასაღებად ზოგჯერ ერთი თითის დაჭერაც კმარა ზოგჯერ კი ოთხი თითია საჭირო. უფრო კომფორტული და ადვილად ასაღები რომ იყოს აკორდები, ვიღაც ღვთისნიერმა, ალბათ ესპანელმა დანომრა მარცხენა ხელის თითები.

ცერა თითი აღინიშნება ლათინური “” ასოთი იგი თითქმის არ გამოიყენება აკორდების აღებაში. შემდეგ მოდის საჩვენებელი თითი 1 ნომრით, შემდეგ შუა თითი 2 ნორმით, არათითი – 3 და ნეკა თითი 4 ნომრით. აკორდებსაც შესაბამისად, სიმარტივისთვის აწერიათ თუ რომელს სიმს რომელი თითი უნდა დავაჭიროთ. აკორდებს და მათ აღებას ცოტა მოგვიანებით ვისწავლით.

მარჯვენა ხელი

მარჯვენა ხელით ჩვენ ხმას ვაძლევთ იმას რასაც ავიღებთ მარცხენა ხელით გრიფზე. შესაძლებელია მარჯვენა ხელის თითების იგივე თანმიმდევრობით დანომვრა, განსხვავება ისაა, რომ მარჯვენა ხელის ცერა თითი დიდ როლს ასრულებს მელოდიის დაკვრისას, გინდ პიკით და გინდ ისე.

სიმებიც შესაბამისად დანომრილია ქვემოდან ზემოთ(თხელიდან სქელისაკენ) 1,2,3,4,5,6.

ცერა თითი ძირითადი ფუნქცია ბასნოტების ანუ ზედა სამი მსხვილი სიმის დაკვრაა. ხოლო დანარჩენი სამი სიმი იკვრება 1,2,3 და გარკვეულ შემთხვევებში 4 თითით. ცერა თითით სიმზე დასაკრავად თითი უნდა ჩამოვკრათ სასურველ სიმს, ხოლო სხვა თითების შემთხვევაში პირიქით – უნდა ამოვკრათ.

სავარჯიშო1:

ეს სავარჯიშო მხოლო მარჯვენა ხელისთვისაა. მარჯვენა ხელის სიმყარე ძალიან მნიშვნელოვანია.

დავიწყოთ. პირველ რიგში ვიღებთ ცერა თითს და ჩამოვკრავთ 6 სიმზე შემდეგ 1 თითს ამოვკრავთ 3 სიმს, 2 თითს 2 სიმს და 3 თითს პირველ სიმს. შემდეგ ცერა თითს ჩამოვკრავთ 5 სიმს, დანარჩენი თითები იგივეს გაიმეორებენ, შემდე 4 სიმს ჩამოვკრავთ ცერა თითით და ისევ იგივეს გავიმეორებთ დანარჩნი სამი თითით. და ისევ თავიდან დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, ნელა და აუჩქარებლად.

სავარჯიშო2:

განსხვავება მხოლოდ ქვედა სიმების დაკვრაშია. ყურადღებით შეხედეთ და მიხვდებით.

დავიწყოთ. პირველ რიგში ვიღებთ ცერა თითს და ჩამოვკრავთ 6 სიმზე შემდეგ 1 თითს ამოვკრავთ 1 სიმს, 2 თითს 2 სიმს და 3 თითს 3 სიმს. შემდეგ ცერა თითს ჩამოვკრავთ 5 სიმს, დანარჩენი თითები იგივეს გაიმეორებენ, შემდე 4 სიმს ჩამოვკრავთ ცერა თითით და ისევ იგივეს გავიმეორებთ დანარჩნი სამი თითით. და ისევ თავიდან დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, ნელა და აუჩქარებლად.

სულ რაღაც 10 წუთი ვარჯიში დღეში ორჯერ და თქვენ უკვე ნელ-ნელა დაიწყებთ გიტარაზე დაკვრის ათვისებას…

~ by bluesonguitar on November 22, 2009.

3 Responses to “გიტარაზე დაკვრა ჩაიდნებისთვის )) ნაწილი 2”

  1. ai marto am suratad girs mteeli statia😀
    ara ise kai bichi xar namdvilad. chaidnebistvis kargi ramea😀

  2. […] მათი დაკვრა შეგიძლიათ იმ სავარჯიშოებთან, რომლების ნახვასაც აქ დაკლიკებით შეძლებთ […]

  3. […] მათი დაკვრა შეგიძლიათ იმ სავარჯიშოებთან, რომლების ნახვასაც აქ დაკლიკებით შეძლებთ […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: