საინტერესო ფაქტები გიტარაზე

ჯიმი ჰენდრიქსისსაფლავის ქვაზე სტრატოკასტერია ამოტვიფრული.

შუბერტმა(ცნობილი კომპოზიტორი-პიანისტი) ერთ-ერთი საკუთარი ნაწარმოები გიტარაზე დაწერა, რადგან ავადმყოფობდა და ლოგინიდან პიანინოს ვერ წვდებოდა.

ლეო ფენდერი, ფენდერის გიტარების კომპანიის უფროსი, საქსოფონისტი იყო.

ფენდერის პირველი გიტარა 1943 წელს, მუხისგან დამზადდა. ლეო ფენდერმა იგი საჩუქრად ლეგენდარულ ქანთრის შემსრულებელს როი აკუფს გადასცა.

1948 წელს ლეს პოლი ავტოკატასტროფაში მოჰყვა და ხელი მოიტეხა. მან ექიმებს სთხოვა თაბაშირი ისე გაეკეთებინათ, რომ ხელის მოხრის კუთხე გიტარის დაკვრის დროს არსებულს დამთხვეოდა.

1950 წელს, ლეო ფენდერმა გიტარის ტარის სიმყარის გამოცდის ახალი ტესტი გამოიგონა. ის ტარს ორ სკამს შორის ამაგრებდა და შემდეგ ტარზე დგებოდა.

გიბსონის ელექტრო გიტარის პირველი სერიული ნომერი 1952 – ია. 1952 წლამდე გიბსონის გიტარებს სერიული ნომრები არ ჰქონდა.

1963 წლამდე გიბსონის ყიდვას თუ მოინდომებდით მხოლოდ შავს, თეთრს ან ოქროსფერ გიტარას შეიძენდით. ფართო არჩევანი ფერებში 1963 წლიდან გაჩნდა.

ფენდერის ცნობილი ელექტრო გიტარის ტელეკასტერის პირველი სახელწოდება ბროუდკასტერი იყო, მაგრამ სახელი გადაერქვა, რადგან დასარტყამ ინსტრუმენტს ერქვა იგივე. ამ სკანდალის პერიოდში ფენდერმა გამოუშვა უსახელო გიტარები სახელწოდებით ნოუკასტერ(NoCaster) რომლებიც დღესდღეისობით მხოლოდ კოლექციონერებთან ინახება სიმცირის გამო.

გიტარის ფანატმა კრის ბლეკმა ლონდონში 2001 წელს საკუთარ სტრატოკასტერზე იქორწინა.

ყველაზე დიდი თანხა გიტარაში მსოფლიოს მასშტაბით გადაიხადეს კრისტის აუქციონზე 2004 წელს ერიკ კლაპტონის ცნობილ შავ სტრატოკასტერში. თანხა – 959, 500 დოლარი.

ლეო ფენდერი გიტარების დასამზადებლად იფანის ხის მასალის მაგივრად, იშვიათი თხმელის ხის მასალას იყენებდა, რომელიც მხოლოდ აშშ-ში, ორეგონის შტატში დაახლოებით 1000 კვადრატულ კილომეტრზე იზრდება.

მსოფლიოში ყველაზე პატარა გიტარა სიგრძეში 10 მიკრომეტრია 50 ნანომეტრის სისქის სიმებით.

ფენდერი ყოველდღიურად დაახლოებით 90,000 სიმს ამზადებს რაც ყოველწლიურად 20,000 მილს უდრის, რაც საკმარისია დედამიწის გარშემო შემოსახვევად.

~ by bluesonguitar on November 22, 2009.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: