7 სიმიანი გიტარა
თანამედროვე 6 სიმიანი გიტარის პერიოდამდე მსოფლიოში არსებობდა მრავალი სახეობის სიმიანი საკრავი, რომელთა დახვეწამაც მოგვცა კლასიკური გიტარა. რენესანსის პერიოდისთვის დამახასიათებელი იყო 4 წყვილ წყვილად აწყობილი 8 სიმიანი გიტარები, 10 სიმიანი გიტარები და ა.შ. სწორედ ამ პერიოდში წარმოიშვა 7 სიმიანი გიტარა, რომელზეც პირველად გამოიყენეს თითოეული სიმის სხვა ნოტზე აწყობის მეთოდი.
7 სიმიან გიტარას თითქმის 2 საუკუნის ისტორია აქვს. მისი აწყობის წესიც განსხვავდება 6 სიმიანი გიტარებისაგან.
რუსული 7 სიმიანი გიტარა
7 სიმიანი აკუსტიკურ გიტარას მეორე სახელად რუსულ გიტარასაც ეძახიან, რადგან მასზე ძირითადად რუსეთში უკრავდნენ. იგი აწყობილია ღია სოლის(G) მეთოდით (DGBDGbd)(ღია და სხვა აწყობის მეთოდებს ჩვენ შემდეგში განვიხილავთ, ამიტომ არ გავამახვილოთ დიდი ყურადღება). გიტარის ეს ტიპი რუსეთშ მეცხრამეტესაუკუნეში შემოვიდა და შეცვალა ისეთი სიმებიანი საკრავები, როგორებიც იყო სიტარა, კობზა და ტორბანი. რუსეთში ამ გიტარას თიკუნიც მოუფიქრეს – “სემისტრუნკა”.
7 სიმიან გიტარას აქტიურად იყენებდნენ რუსი პროფესიონალი გიტარისტები მისი მოქნილობისა და კარგი ჟღარადობის გამო. მას ასევე იყენებდნენ მოყვარეულები, რადგანმასზე აკორდების აღება უფრო ადვილი იყო და მეშვიდე სიმი ბასის ფუნქციასაც უკეთსად ასრულებდა.
რუსულ გიტარას ტრადიციულად რკინის სიმები აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად მასზე პიკით არ უკრავენ.
ბრაზილიური 7 სიმიანი გიტარა
ბრაზილიური 7 სიმიანი აკუსტიკური გიტარა (პორტუგალიურად: violao de sete cordas) ძირითადად სამბას რითმებში გამოიყენება. 1980 წელს ლუიზ ოტავიო ბრაგამ ბრაზილიელებს წარუდგინა ნეილონის სიმებიანი 7 სიმიანი გიტარა, რომელმაც მაშინვე შეცვალა მისი რკინის სიმებიანი ანალოგი. რუსული გიტარისგან განსხვავებით ბრაზილიური გიტარის აწყობის წესი 6 სიმიანი გიტარის ანალოგიურია, უბრალოდ მეშვიდე სიმად ემატება ან ლა ნოტი ან დო.
თანამედროვე ეპოქაში ცნობილია თითქმის ყველა ბრენდის 7 სიმიანი აკუსტიკური, კლასიკური და ელექტრო გიტარები. ეს გიტარა საკმაო პოპულარობით სარგებლობს.
eqvs simiani