ფენდერი(Fender Musical Instruments Corporation)

ფენდერის მუსიკალური ინსტრუმენტების კორპორაცია, რომელიც არიზონის შტატის ქალაქ სკოდსდეილში მდებარეობს, მრავალი სახის სიმებიან საკრავებსა და ხმის გამაძიერებლებს(ამპლიფაიერებს) აწამორებს. იგი დაარსდა 1946 წელს კალიფორნიის ქალაქ ფულერტონში კლარენს ლეონიდას(იგივე ლეო) ფენდერის მიერ. ფენდერის გამოგონებებში შედის ასევე ერთ-ერთი კომერციულად წარმატებული ბას გიტარა სახელად Precision Bass(P-Bass), რომელმაც წარმატებით მოიარა მუსიკის ყველა ჟანრი ჯაზიდან როკამდე.

ფენდერს ეკუთვნის პირველი ესპანური სტილის ელექტრო გიტარა(ტელეკასტერი ორი პიკაპით, რომელსაც თავდაპირველად ბროუდკასტერი ერქვა), ასევე პირველი მასობრივი მოხმარების ბას გიტარა და პოპულარული სტრატოკასტერი. აღსანიშნავია, რომ ფენდერი არ იყო მსოფლიოში პირველი ელექტრო გიტარების მწარმოებელი. ელექტრო გიტარაებს აწარმოებდნენ ადრეული 1920 წლიდან სხვა საწარმოებიც, მაგრამ ფენდერის ნაირი წარმატებისთვის არცერთს არ მიუღწევია, რადგანაც ფენდერმა მოახერხა შეექმნა ყველაზე მრავალმხრივი ელექტრო გიტარები.

ამჟამად კომპანია ფენდერი ასევე ამზადებს აკუსტიკურ გიტარებს, ელექტრო ბასგიტარებს, მანდოლინებს, ბანჯოებსა და ვიოლინოებს. ასევე გიტარებისა და ბას გიტარების ამპლიფაიერებს. ფენდერის კორპორაციის მფლობელობაში შედიან: Squier(დაბალ ფასიანი ფენდერის გიტარები), Guild(აკუსტიკური და ელექტრო გიტარები და მათი ამპლიფაიერები), Rodriguez(კლასიკური გიტარები), Bennedetto(ჯაზ გიტარები), SWR(ბას გიტარის აღჭურვილობა), Tacoma, Jackson და Charvel Guitars-ი, X-Brand(ბას გიტარების ამპლიფაიერები) და სპეციალურად გიტარისტ ედი ვან ჰალენის ბრენდის EVH-სთვის გამოშვებული გიტარები.

ფენდერის გიტარების სხვა ხაზებში შედის მუსტანგი, ჯაზმასტერი, იაგუარი, სტარკასტერი, დუო-სონიკი, ტელე-სონიკი, სტრატ-ო-სონიკი და ბრონკო. ასევე ჯაზ ბასი, სტრატოკასტერის ტიპის ბას გიტარა, ელექტრო ვიოლინოს სამი ტიპი და ელექტრო პიანინოები.

ლეო ფენდერმა მოღვაწეობა რადიო სერვისით დაიწყო 1938 წელს. ფენდერი კვალიფიციური ელექტრიკოსი იყო და რადიოების გარდა მასთან გაფუჭებული პატეფონები, სახლის აუდიო გამაძლიერებლები და მუსიკალური ინსტრუმენტების ამპლიფაიერებიც მოჰქონდათ. მაშინდელი ამპლიფაიერი ძალიან პრიმიტიული იყო და ფონოგრაფის დონეზე რჩებოდა. ლეო დაინტერესდა ასეთი პრიმიტივიზმის განვითარებით და დაიწყო საკუთარი მოდიფიკაციებისა და იდეების განხოციელება.

1940 წელს ფენდერმა გაიცნო და პარტნიორობა შესთავაზა ელექტრიკოს კლეიტონ კოფმანს. მათ ერთად ჩამოაყალიბეს კომპანია სახელად K & F Manufacturing Corp. ისინი საკუთარი დიზაინით აკეთებდნენ და ყიდიდნენ სხვა და სხვა ელექტრო მოწყობილობებს მათ შორის ამპლიფაიერებს. 1945 წელს მათ დაიწყეს ჰავაური გიტარის(დაპატენტებული ბგერათამრთმევით, იგივე პიკაპით) და ამპლიფაიერის ერთ კომპლექტად გაყიდვა. წლის ბოლოსათვის, ფენდერი დარწმუნდა, რომ ელექტრონიკის კეთებას  ბიზნესის კეთება ჯობდა. ლეოსა და კლეიტონის ინტერესები არ ემთხვეოდა, ამიტომ 1946 წელს მათი კომპანია დაიშალა. ფენდერმა შექმნა ახალი კომპანია რომელსაც დაარქვა Fender Electric Instruments Corp. 1951 წლამდე ფენდერს მაინც გააჩნდა შემკეთებელი სერვის ცენტრი მაგრამ 1947  წლიდან მის მაგივრად სხვები ემსახურებოდნენ კლიენტებს.

1948 წელს ფენდერმა გამოუშვა პირველი ამპლიფაიერი სახელად ტვიდ-ამპ(ტვიდი-ქსოვილის სახეობა), რადგანაც ეს ამპლიფაიერი დაფარული იყო ტვიდის ქსოვილით და გარეგნულად ხელჩანთას წააგავდა. მისი სიძლიერე 3-დან 75 ვატამდე მერყეობდა. 1948 წელსვე გამოვიდა ახალი აპლიფაიერია სახელად “ფენდერ ჩემპი”, რომელიც ქსოვილის მაგივრად, პლასტიკატის მაგვარი მასალით, იგივე ტოლექსით იყო დაფარული. ამას გარდა, მას ჰქონდა კონტროლის ახალი სისტემა.

1965 წელს ფენდერმა მთელი თავისი ბიზნესი მიჰყიდა Columbia Broadcasting System-ს 13,000,000 დოლარად. ამ ფინანსურმა გარიგებამ პოზიტიურად იმოქმედა ფენდერის პროდუქციის განვითარებაზე და პოპულარიზაციაზე. დაიხვეწა გიტარების დიზაინი, გამოჩნდა ახალი გიტარები და ა.შ.

1985 წელს ფენდერში მომუშავე პერსონალმა გამოისყიდა ფენდერის აქციები და Fender Musical Instruments Corporation-ის სახელით მოგვივლინა ბაზარზე. ამჟამად ფენდერის კომპანია ძვირფას გიტარებს აწარმოებს კალიფორნიის საწარმოში, ხოლო საშუალო დონის გიტარებს მექსიკაში. 2009 წლის სტრატოკასტერის მოდელის დიზაინერი არის ჩენინგ უორდი. ფენდერი თანამშრომლობს აზიურ ფირმებთან და აწარმოებს უფრო დაბალ ფასიან Squier-ის გიტარებს.

~ by bluesonguitar on November 23, 2009.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: