სტრატოკასტერი(Stratocaster)

სტრატოკასტერი, რომელსაც ხშირად შემოკლებით სტრატ-საც ეძახიან, ლეონიდას იგივე ლეო ფენდერის, ჯორჯ ფულერტონისა და ფრედი ტავარესის დიზაინით შეიქმნა 1954 წელს და დღემდე წარმატებულად იწარმოება და იყიდება . მისი სრული სახელი თავისი მწარმოებლიანად ფენდერ სტრატოკასტერია.

სტრატოკასტერს მარავალი ცნობილი გიტარისტი ხმარობს და მისი ხმის მოსმენა ბევრს ისტორიულ ჩანაწერშია შესაძლებელი გიბსონის სხვა და სხვა მოდელის გიტარებთან და ფენდერ ტელეკასტერთან ერთად. სტრატი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული ელექტრო გიტარაა მთელს მსოფლიოში.

პირველი სტრატოკასტერები იყიდებოდა ორ ფერში, მთლიანი იფანის ხის მასალისაგან დამზადებული კორპუსითა და ასევე მთლიანი ნეკერჩხლის ხის 21 ლადიანი ტარით. 1957 წლის შემდეგ ფენდერმა დაიწყო თხმელის ხის მასალის გამოყენება კორპუსის დასამზადებლად. ამ დროისათვის შესაძლებელი იყო გარკვეული ფერების არჩევა, მაგრამ ეს სიამოვნება 5% აძვირებდა სტანდარტული გიტარის ფასს.

სტრატოკასტერის უნიკალურ დიზაინს ემატება 8 დამჭერიანი პიკის დარტყმისაგან დამცველი დაფა, რომელიც ჯეკის შესაერთებლის გარდა მთელს ელექტრონიკას ფარავს ბგერათამრთმევების ჩათვლით. ეს აადვილებს ნაწილების გამოცვლას დაზიანებს შემთხვევაში.

სტრატის დიზაინში აღსანიშნავია მარჯვენა ხელის დასასვენებლად გაკეთებული მოდიფიკაცია კორპუსის ზედა ნაწილში. დამახასიათებელ თვისებათა სიაში შედის ე.წ. ტრემოლო, იგივე ტრიმი, რომლის მეშეობითაც შესძლებელია 6-ვე სიმის ტონალობის ვიბრაცია ზემოთ ან ქვემოთ. ზოგ გიტარისტს, მაგალითად ერიკ კლაპტონს, არ მოსწონს სტრატის ეს მგრძნობიარე ნაწილი, ამიტომ ის და სხვა მისი მხარ დამჭერი გიტარისტები ტრემოლოს დასაფიქსირებლად ხის ჯოხს იყენებენ. ასეთ მოთხოვნის წარმოშობის შემდეგ ფენდერმა გამოუშვა სტრატოკასტერები ტრემოლოს გარეშეც.

განვიხილოთ სტრატოკასტერის ძირითადი ნაწილი რომელიც განასხვავებს მას აკუსტიკური გიტარისაგან. ეს არის სამი ბგერათამრთმევი, ბგერათა ვიბრაციის აღმქმელი ელექტრო მოწყობილობა, რომელმაც შეცვალა ხმის ხვრელი. სტრატოკასტერს გააჩნია სამი – ტართან მდებარე, შუა და ხიდთან მდებარე ე.წ. პიკაპი(ბგერათამრთმევი). თითოეული პიკაპი ირთვება ჩამრთველის შესაბამისად, რომელიც განლაგებულია პიკის დარტყმისაგან დამცველ დაფაზე, ხმისა და ტონის მარეგულირებელ გადამრთველებთან. თავდაპირველად პიკაპების გადამრთველი მათი რიცხვის შესაბამისად სამ დონიანი იყო. გიტარისტებმა მალე აღმოაჩინეს ხარვეზი, რომელსაც საკმაოდ წამრატებულად იყენებდნენ. საქმე იმაშია, რომ ეს გადამრთველი არც ისე სრულყოფილი იყო და 1 და 2 ან 2, 3 პიკაპზე გადართვისას გარკვეულ მომენტში 1,2 ან 2,3 პიკაპი ერთდროულად ირთვებოდა და საკმაოდ სასიამოვნო ეფექტსაც იძლეოდა. ფენდერმა შეამჩნია ორი პიკაპის კომბინირებული ჟღერადობის დადებითი მხარეები და ცოტა ხანში საკუთარ მომხმარებელს შესთვაზა განახლებული, 5 დონიანი პიკაპის გადამრთველიანი სტრატოკასტერი.

ამ მოდიფიკაციის გარდა არსებობს სხვა რამდენიმე მოდიფიკაციაც, რომელთა დამატება ფენდერს თვითონ გიტარისტების ფანტაზიამ უკარნახა. ზოგიერთ გიტარისტი ხიდთან არსებული კენტი პიკაპის მაგივრად აყენებდა წყვილ პიკაპს, რომლებსაც უფრო მძიმე ხმა ჰქონდა და ძირითადად ჰარდ როკისა და მეტალის დაკვრისას გამოიყენებოდა. ფენდერის რეაქციამაც არ დააყოვნა და მან მაშნვე გამოუშვა სტრატოკასტერების ხაზი ახალი, ხიდთან არსებული ორპიკაპიანი მოდიფიკაციით.

~ by bluesonguitar on November 23, 2009.

One Response to “სტრატოკასტერი(Stratocaster)”

  1. […] მოხმარების ბას გიტარა და პოპულარული სტრატოკასტერი. აღსანიშნავია, რომ ფენდერი არ იყო […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: