Capo(კაპოდასტრო, კაპოტასტო)

კაპოტასტო(იტალიურად კაპო – თავი, ტასტო – სარტყელი, ქამარი), იგივე კაპო არის გიტარის სიმების დასამოკლებელი ხელსაწყო. სურათიდან ჩანს თუ რა ფუნქციას ასრულებს ის. მისი გაკეთებით ნებისმიერ ლადზე ჩვენ ფაქტიურად კაპოს ზემოთ დარჩენილი გიტარის ტარს ვაუქმებთ და ნებისმიერი აკორდი გადმოდის კაპოს ქვემოთ. შესაბამისად ტონალობაც მაღლა იწევა.

კაპოს ძირითადად ამზადებენ მეტალისაგან, რომლის სიმებზე დასაჭერი ადგილი დაფარულია რეზინით, რათა უფრო კარგად დაიჭიროს სიმები და ამასთანავე არ დააზიანოს ლადები. კაპოს ძირითადი ფუნქცია, როგორც ზემოთ ვთქვით, ტონალობის შეცვლაა სიმების გადაწყობის გარეშე.

კაპოს ხშირად იყენებდნენ 12 სიმიან გიტარებზე რადგან ამ გიტარებზე სიმების ძლიერად მოჭერა ტონალობის ცვლის საჭიროებისას იწვევდა  ტარის მტვრევას. კაპოტასტო ძირითადად გამოიყენება მუსიკის ისეთ ჟანრებში როგორებიცაა: ფლამენკო, ქანთრი, ბრიტანულ-ამერიკული ფოლკ მუსიკა. ჯაზსა და კლასიკურ მუსიკაში კაპო თითქმის არ გამოიყენება.

არსებობს სხვა და სხვა დიზაინის კაპო. მათ შორის გამოსარჩევია გორგოლაჭიანი კაპო, რომლის ერთ ლადიდან სხვაზე გადატანა ჩვეულებრივი კაპოსაგან განსხვავებით უფრო სწრაფად ხდება გორგოლაჭების დახმარებით. ეს მოდიფიკაცია ძალიან ეხმარება ირლანდიურ მუსიკას, სადაც ერთი ტონალოობიდან მეორეში გადასვლა სწრაფ სწრაფად ხდება.

კაპოდასტროს წარმოებაში ინოვაციად შეიძლება ჩაითვალოს პარტიული კაპოს გამოგონება, რომლითაც შესაძლებელია ცალკეული სიმების ტონალობის შეცვლა, მათი გადაწყობის გარეშე.

~ by bluesonguitar on November 24, 2009.

One Response to “Capo(კაპოდასტრო, კაპოტასტო)”

  1. ძალიან საინტერესოა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: