The Phoenix(by Scott Walker Electric Guitars)

პირველად ჩემს ბლგოზე წარმოგიდგენთ ხელ-ნაკეთ(ჰენდ მეიდ) გიტარას და თუ გაამართლა ამ კატეგორიის პოსტებს მუდმივად დავდებ. მაშ ასე…ეს უკვე ხელოვნების ნიმუშებია და არა გიტარები..

ფენიქსი…სკოტ უოკერისაგან. 20 ეგზემპლარი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დიზაინი: სკოტ უოკერი, სტივ კიმოკი, ჯონ კატლერი, ჯეისონ ლოლარი

გიტარაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო. იგი წარმოადგენს ელექტრო გიტარის ორ პიკაპიან ვარიანტს სტერეო დაკვრის რეჟიმის თანხლებით. ეს ნიშნავს რომ სტერეო “Y” ტიპის ორ განშტოებიანი კაბელით თქვენ შეგიძლიათ თითოეული პიკაპის ხმა სხვა და სხვა ამპლიფაიერში შეაერთოთ. მონო რეჟიმში კი ჩვეულებრივი კაბელიც გამოგადგებათ.

გიტარაზე დამონტაჟებულია სამი მინი გადამრთველი, ე.წ. ჩამონატაჟებული ეფექტი:

1) “Pickup Reverse” – რაც საშუალებას იძლევა შეუფეხებლად, პირდაპირ კონცერტის დროს ვარჩიოთ რომელი პიკაპის ხმა რომელ ამპლიფაიერში გავუშვათ. (რა თქმა უნდა სტერეო რეჟიმში)

2) “Stereo/Mono” – ეს ფუნქცია საშუალებას გვაძლევს გიტარიდანვე ვაკონტროლოთ, თუ რომელ რეჟიმში გვინდა დაკვრა.

3) “Active/Passive” – აქტივის რეჟიმში ვიღებთ მკაფიო კრისტალურ ხმას, ეფექტებისა და ხარვეზების გარეშე, ხოლო პასივის რეჟიმში ჩვეულებრივ სტანდარტულ ელექტრონულ ჟღერადობას.

თითოეული პიკაპისთვის არის ცალ-ცალკე ტონისა და ხმის კონტროლი. ასევე ფაზების გადმრთველი თითოეულისათვის.

მასალა:

გიტარის კორპუსი დამზადებულია ქალაქ ბელიზში(დიდი ბრიტანეთი) არსებული ძალიან იშვიათი ტალღოვანი ჯიშის წითელი ხის მასალისაგან.  სათითე ბრაზილიური ვარდის ხისაგან არის გაკეთებული. ამ ტიპის ხის სიმცირის გამო, გიტარის რაოდენობა 15-დან 20-მდე მერყეობს.

სპეციფიური ინფორმაცია:

21 ლადიანი ბრაზილიური ვარდის ხის სათითე დაფა

ძვლის ნულოვანი ლადი

პირდაპირ კორპუსზე დამონტაჟებული სიმები

Kluson-ის სიმების ამწყობი

Lollar-ის სამართებლის სტილის პიკაპები

Cutler-ის ორ არხიანი “პრეამპი”

ტალღოვანი წითელი ხის კორპუსი და გრიფის თავი

სპილენძის ნაწაკაწრებისაგან დამცავი დაფა

ორი პიკაპი

მოჩუქურთმებული კორპუსი

ექსტრავაგანტული გრიფის თავი

ქრომირებული ელექტრონიკა, სიმების ამწყობი და ა.შ.

“Preamp”

უნიკალური ორ არხიანი პრე-ამპლიფაიერი შეიქმნა ჯონ კატლერის მიერ სპეციალურად ფენიქსის სტერეო გიტარისათვის.ეს ნაწილი შეიძლება შევადაროთ ავტომობილის სიჩქარეების ავტომატური გადართვის კოლოფს. გიტარაში “პრეამპი” აკონტროლებს პიკაპების გამართლად მუშაობას და ხარვეზების აღმოფხვრას. მისი დახმარებით გიტარა უფრო დამყოლი და “ჭკვიანი” ხდება მისი პატრონის ხელში. მისი გამორთვა შესაძლებელია სტანდარტულ რეჟიმში დაკვრის მსურველთათვის.

პიკის ნაკაწრებისაგან დამცავი დაფა კეთდება მთლიანი სპილენძის ნაჭრისაგან, რომელსაც პატინის ფენით დაფარვის შემდეგ უნიკალურ ფერებს იღებს და ამით სრულყოფს გიტარის დიზაინს.

~ by bluesonguitar on November 26, 2009.

2 Responses to “The Phoenix(by Scott Walker Electric Guitars)”

  1. vaime es rogor liplipebs da ra mimzidveliaaa. magar vidzea.!!

  2. :O:O:O
    au ra lamaziaaaaa =))) tan es hand made gitarebi ragacvairi mistiuria =))))))))))))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: