აკუსტიკური გიტარის დამზადება

ამ ვიდეოში დეტალურად არის აღწერილი თუ როგოორ კეთდება აკუსტიკური გიტარა, ქართული თარგმანი ნახეთ პოსტში…

გიტარის გამომგონებელმა ადამიანებმა იმოგზაურეს აფრიკიდან ევროპაში, სწორედ მათ დაარსეს ესპანეთი, სადაც პირველად გამოჩნდა კლასიკური გიტარა ფლამენკოს სტილის მუსიკაში, ცოტა ხანში კი ამერიკელი კავბოის განუყრელ ნაწილად იქცა.

1930 წელს შედგა აკუსტიკური გიტარის დებიუტი ჯაზში. მაგრამ იმის შემდეგ რაც ელექტრო გიტარებმა მოიცვა მთელი როკ და პოპ მუსიკა, აკუსტიკურმა გიტარამ გადაინაცვლა ქანთრის და ფოლკ მუსიკის სტილში.

გიტარის გვერდებისა და უკანა ნაწილის დასამზადებლად ძირითადად ნაძვის და ვარდის ხეს იყენებენ, საუკეთესო ვიბრაციის მისაღებად. ხის მასალას დებენ სპეციალურ პრესში საიდანაც უკვე გიტარის ფორმის ხის ნაჭრები გამოვა.

შემდეგ კეთდება ხმის ხვრელი. რაც უფრო ვიწროა ეს უკანასკნელი, მით უფრო მოგუდულ ჟღერადობას მივიღებთ და პირიქით.

გიტარის გვერდებს ხარშავენ მდუღარე წყალში 15 წამის განმავლობაში, შემდეგ კი, სასურველი ფორმის მისაღებად, მოხარშულ ხეს დებენ პრესში 1 წუთის განმავლობაში. პრესიდან გამოღების შემდეგ გვერდების ორ ნაწილს აერთებენ ერთად. გვერდების შეერთების შემდეგ მის კონტურზე აკრავენ ხის სარტყელს რომელზეც მაგრდება გიტარის უკანა ნაწილის გასამაგრებელი ხიდები და თითონ გიტარის უკანა ფირფიტა.

როდესაც ორივე მხარე დამზადებულია, მათ აწებებენ ერთმანეთს. გიტარის კორპუსი მზად არის. გარკვეული დროით მას დებენ პრესში გასაშრობად და გასამაგრებლად.

შემდეგ გიტარის კორპუსის გარშემო აკრავენ პლასტიკატის სარტყელს გიტარის წიბოების დასაცავად.

სპეციალური სენსორული დანადგარი ზომავს კუთხეს, რომლითაც გიტარის კორპუსსა და გიტარის ტარს შეაერთებენ ერთმანეთთან.

სანამ კორპუსზე უსვამენ რამდენიმე ფენა ლაკს, მზადდება ტარის ნაწილები. სათითე დაფა ძირითადად ვარდის ხის ან ეკალმუხისაგან მზადდება. სათითე დაფას აკრავენ მთლიანი წითელი ხისაგან დამზადებულ ტარს, რომელშიც სიმაგრისათვის ამონტაჟებენ რკინის სოლისებურ დეტალს, მეტი გამძლეობისათვის.

მომდევნო ეტაპზე ხდება სიმების ამწყობის დამონტაჟება. გიტარის ტარი და ხიდი გიტარის კორპუსზე მაგრდება წებოთიც და ხრახნებით, სიმყარისათვის. შემდეგ აწებებენ პლასტიკატის ნულოვან ლადს და ხიდის დეტალს, რომელიც არეგულირებს სიმების დაშორებას სათითე დაფასთან. სიმების დამაგრების შემდეგ გიტარა მზადაა.

გიტარის დამზადების რთული პროცესი დაახლოებით სამი კვირა გრძელდება. გიტარის დაძველებისა და დაჯდომის შემდეგ მისი ჟღერადობა უკეთესი ხდება.

~ by bluesonguitar on November 28, 2009.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: