ბი ბი კინგი

რილი ბი კინგი,  ყველასათვის ცნობილი ფსევდონიმით – ბი ბი კინგი,  რომელიც დაიბადა 1925 წლის 16 სექტემბერს არის მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ამერიკელი ბლუზ გიტარისტი და მომღერალი. იგი ყველასაგან გამოირჩევა თავისი სპეციფიური დაკვრის სტილითა და სიმღერით.

ადრეული წლები

დაიბადა ქალაქ იტა ბენაში, რომელიც მისისიპიში მდებარეობს. მისი მშობლები იყვნენ ალფრედ კინგი და ნორა ელა კინგი. თავდაპირველად რილი(ბი ბი კინგი) ადგილობრივ საეკლესიო გუნდში მღეროდა. სწორედ ამ დროს შეიძინა მან თავისი პირველი გიტარა 15 დოლარად. 1943 წელს ბი ბიმ დატოვა თავისი მშობლიური ქალაქი და ტრაქტორისტად დაიწყო მუშაობა.

1946 წელს კინგი წავიდა საკუთარი ბიძაშვილის, გიტარისტისა და დელტა ბლუზის შემსრულებელი ბაკერ უაიტის საძებნელად, რომელთანაც ათი თვისმანძილზე იცხოვრა. 10 თვის შემდეგ იგი დაბრუნდა მისისიპიში და გადაწყვიტა უფრო კარგად მომზადებოდა შემდეგი ჩასვლისათვის. ორი წლის შწმდეგ ის ისევ ჩავიდა მემფისში, სადაც მუშაობა დაიწყო ადგილობრივ რადიოში დისკ ჟოკეისა და მომღერლის თანამდებობაზე. სწორედ აქ შეარქვეს მას ბლუზ ბიჭუნა, რომელიც შემდგომში შემოკლების შედეგად ბი ბით გადაიქცა. ამ რადიოში მუშაობისას მას შეხვდა ცნობილი გიტარისტი ტი-ბოუნ უოკერი, რომლის მოსმენის შემდეგ კინგი მიხვდა რომ ელექტრო ბლუზი უნდა დაეკვრა.

კარიერა

1949 წელს კინგმა დაიწყო სიმღერების ჩაწერა ლოს ანჯელესში არსებულ ჩამწერ სტუდია RPM Records-ში. მისი თითქმის ყველა ძველი სიმღერის პროდიუსერი სემ ფილიპსი იყო, რომელმაც მოგვიანებით დააარსა ჩამწერი სტუდია Sun Records. RPM Records-თან კონტრაქტის გაფორმებამდე, ბი ბი კინგმა ჩაწერა სინგლი სახელად “Miss Martha King” სტუდია Bullet Records-ში. ამ სინგლმა დიდი მოწონება ვერ დაიმსახურა დავერც ჩარტებში მოხვდა.

კინგმა ჩამოაყალიბა საკუთარი ბენდი , რომელშიც შედიოდნენ: კელვინ ოუენსი და კენეტ სენდსი(საყვირები), ლორენს ბარდინი(ალტ-საქსოფონისტი),  ჯორჯ კოულმენი(ტენორ-საქსოფონისტი), ფლოიდ ნიუმენი(ბარიტონ-საქსოფონისტი), მილარდ ლი(პიანინო), ჯორჯ ჯოინერი(ბასი) და ერლ ფორესტი და ტედ კარი(დასარტყამი ინსტრუმენტები). ასევე ონზი ჰორნი, რომელიც ასისტენტი გიტარისტის თანამდებობას იკავებდა. ბი ბი კინგი თავადვე აღნიშნავს, რომ მას უჭრს აკორდების დაკვრა, ამიტომაც მხოლოდ იმპროვიზაციას ჯერდება. ბენდის შექმნას მოჰყვა დიდი ტურნე ლოს ანჯელესში, ვაშინგტონში, ჩიკაგოში და დეტროიტში. რამოდენიმე კონცერტი ბიბიმ პატარა კლუბებშიც გამართა. 1956 წელს კინგს ანგარიშზე უკვე სამასამდე კონცერტი ჰქონდა. ამავე წელს კინგმა დააარსა საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია , რომელიც მალევე დაიხურა, რადგანაც ბი ბი ბიზნესმენის ნიჭით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნიდა და ამისი დროც ნაკლებად ჰქონდა.

1950-იან წლებში ბი ბიმ უკვე დიდი პოპულარობა მოიპოვა საკმაოდ მრავალრიცხვოვანი ჰიტებით. ბი ბი კინგმა მოიპოვა გრემი კომპოზიციისათვის სახელად “The Thrill Is Gone”, რომელიც 183 ადგილს იკავებს ჟურნალ “როლინგ სტოუნზში” გამოქვეყნებულ სტატიაში “მსოფლიოს ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერა”.

ბი ბი კინგის ბლუზ-კლუბი

1991 წელს გაიხსნა კინგის კლუბი სახელად “B.B. King’s Blues Club”, რომელიც ბილი სტრიტზე, ქალაქ მემფისში მდებარეობს. 1994 წელს გაიხსნა იგივე სახელწოდების მეორე კლუბი ლოს ანჯელესში. მესამე ფილიალი ნიუ იორკში 2000 წელს, მეოთხე კლუბი კონეკტიკუტში 2002 წელს, მეხუთე ნეშვილში 2003 წელს. ცოტა ხანშ კიდევ გაიხსნება ახალი კლუბი ლას ვეგასში.

ოჯახური ცხოვრება

კინგი ორჯერ დაქორწინდა, ორივე ქორწინება განქორწინებით დასრულდა. ბი ბი 15 შვილის მამაა. მისი საყვარელი მომღერალი ფრენკ სინატრაა. საკუთარ ბიოგრაფიაში ბიბი აღნიშნავს თუ როგორ უსმენდა მას ყოველდღე ძილის წინ.

~ by bluesonguitar on December 3, 2009.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: