დევიდ გილმორი

ამ ადამიანზე, როგორც მარტო გიტარისტზე, ლაპარაკი შეუძლებელია, მაგრამ საერთოდ რომ არ დამეწერა გავგიჟდებოდი. გილმორის მოსმენის შემდეგ მომინდა საერთოდ გიტარაზე სამი აკორდის გარდა რამის სწავლა და როკისა და პროგრესული როკის მოსმენაც დავიწყე, რა თქმა უნდა ფლოიდებსაც დევიდის მერე გავეცანი…ასე რომ წაიკითხეთ. ეს კაცი მარტო გიტარისტიც რომ იყოს მაინც დიდია!)

გარკვეული ინფორმაცია ქართული ვიკიპედიიდანაც არის

დევიდ ჯონ გილმორი (David Jon Gilmour) – (დაბადებულია 1946 წლის 6 მარტს) – არის ინგლისელი მუსიკოსი, ყველასათვის საყვარელი და ცნობილი სოლისტი და გიტარისტი, ასევე -ის უამრავი სიმღერის ავტორი. -თან პარალელურ თანამშრომლობასთან ერთად დევიდმა მოახერხა ემუშავა ჩამწერ სტუდიებში საკუთარი წარმატებული სოლო კარიერის გასაკეთებლად, რაც აუსრულდა კიდეც…

ადრეული წლები

გილმორი დაიბადა კემბრიჯში(ქალაქი ინგლისში). მისი მამა, დუგლას გილმორი იყო კემბრიჯის ზოოლოგიის უნივერსიტეტის ლექტორი, ხოლო დედა – სილვია – სკოლის მასწავლებელი და ფილმების რეჟისორი.

გილმორი სწავლობდა ჰილს როუდზე, კემბრიჯში, სადაც გაიცნო Pink Floyd-ის მომავალი გიტარისტი და ვოკალისტი სიდ ბარეტი, რომელიც ასევე ჰილს როუდზე სწავლობდა. დევიდი არაჩვეულებრივად სწავლობდა თანამედროვე ენებს და პარალელურად გიტარის დაკვრას სიდთან ერთად. 1963 წელს გილმორმა ჯგუფ “Joker’s Wild“-ში დაიწყო დაკვრა. 1966 წელს დევიდმა დატოვა ჯგუფი და საკმაო ხანი დაეხეტებოდა ესპანეთსა და საფრანგეთში მეგობრებთნ ერთად…ისინი არ იყვნენ წარმატებულები და ფულსაც მხოლოდ საჭმელისათვის თუ შოულობდნენ… 1967-ში იგი დაბრუნდა ინგლისში მოპარული ბენზინითა და ძველი ფურგონით.

Pink Floyd

1967 წელსვე დეკემბრის თვეში, ნიკ მეისონმა დეივი პინკ ფლოიდში მიიწვია. 1968 წლიდან გილმორი უკვე ჯგუფის მეხუთე წევრი იყო…თავიდან მას ევალებოდა იმ ადგილების შევსება ლაივ კონცერტებზე გიტარის სოლოთი, სადაც სიდ ბარეტი ვერ ახერხებდა სიმღერასთან ერთად. როდესაც სიდმა “დატოვა” ჯგუფი, დეივი ავტომატურად გახდა წამყვანი გიტარისტი და სოლოები ბასისტ როჯერ უოტერსთან და პიანისტ რიკ რაიტთან გაიყო. “The Dark Side of  The Moon“-სა და “Wish You Were Here“-ს წარმატებით გამოსვლის შემდეგ, ჯგუფზე კონტროლი უოტერსმა დაისაკუთრა და “Animals” და “The Wall” მარტო თითონ დაწერა...The Wall“-ის ფილმზე მუშაობისას როჯერმა რიკ რაიტი საერთოდ მოხსნა ჩაწერებიდან, რამაც გილმორსა და უოტერსს შორის უთიერთობის გაუარესება გამოიწვია.

Animals“-ის ჩაწერის შემდეგ გილმორმა შეამჩნია რომ მისი მუსიკალური მონაცემები გამოუყენებელი რჩებოდა და საკუთარ იდეებს პირველ სოლო ალბომში(1978 – David Gimour) შეასხა ფრთები. ამ ალბომში გამოიხატა და გამოიკვეთა დეივის გიტარის უნიკალური დაკვრის ნიჭი და სიმღერების წერის ჩვეულებები. მოგვიანებით “The Wall“-ში შევიდა “Comfortably Numb” – დეივის სიმღერა მისი პირველი ალბომიდან.

იმ ნეგატიურმა ატმოსფერომ რომელიც თან ახლდა “The Wall“-ის ალბომისა და ფილმის შექმნას და რაც კიდევ უფრო გაამყარა ახალი ალბომის “The Final Cut“-ის გამოსვლამ, რომელიც აშკარად უოტერსის სოლო ალბომს წააგავდა, გილმორს გადააწყვეტინა მეორე სოლო ალბომის “About Face“-ის გამოშვება. სამწუხაროდ ამ ალბომმა ვერ მოიპოვა საჭირო პოპულარობა. მის ტურზე ბილეთებიც ვერ გაიყიდა საკმაო რაოდენობით. იგივე სიტუაცია იყო უოტერსის სოლო ალბომ “The Pros and Cons of Hitchhiking“-ზე.

1985 წელს უოტერსმა გამოაცხადა რომ ჯგუფი შემოქმედებითად გამოწურული იყო. ამის შემდეგ, გილმორმა და “Pink Floyd“-ის დრამერმა ნიკ მეისონმა გააკეთეს განცხადება უოტერსის ჯგუფიდან წასვლის თაობაზე. მათ ასევე დასძინეს რომ ჯგუფი აგრძელებდა მის გარეშე მოღვაწეობას. გილმორი სათავეში ჩაუდგა ჯგუფს და გამოუშვა პირველი ალბომი – “The Momentary Lapse of Reason” – მისი ხელმძღვანელობითა და რაიტის დახმარებით. რიკი ოფიციალურად 1987 წელს დაუბრუნდა ჯგუფს მსოფლიო ტურის დროს და დიდი წვლილი შეიტანა “The Division Bell“-ის შექმნაში…

გილმორის ინტერვიუდან:

მე მქონდა უამრავი პრობლემა ჯგუფის მიმართულებასთან დაკავშირებით, სანამ როჯერი დაგვტოვებდა. მე ვთვლიდი რომ სიმღერები გადატვირთული იყო სიტყვებით, და ამ სიტყვების სპეციფიური მნიშვნელობებისაგან, რაც სიმღერებს მხოლოდ ლირიკად აქცევდა. Dark Side of the Moon და Wish You Were Here წარმატება სწორედ მუსიკასა და ლირიკას შორის ბალანსის მოძებნამ განაპირობა. სწორედ ამას ვცდილობ A Momentary Lapse of Reason-შიც. მუსიკაზე მეტ ყურადღებას და ბალანსის აღდგენას.

1986 წელს, გილმორმა შეიძინა მდინარე ტემზაზე არსებული სახლი – Houseboat Astoria და ჩამწერ სტუდიად გადააკეთა. სწორედ აქ ჩაიწერა მისი ერთ-ერთი ახალი ალბომი “On an Island2006 წელს.

2005 წლის 2 ივლისს გილმორმა დაუკრა “Pink Floyd“-თან ერთად ლაივ კონცერტზე – Live 8. ამ კონცერტში უოტერსიც მონაწილეობდა.  წარმოდგენამ პინკ ფლოიდის რეიტინგი 1000-ჯერ გაზარდა , რაც გამოიხატა მათი ალბომის “Echoes: The Best of Pink Floyd“-ის  წარმოუდგენელი გაყიდვებით.

2006 წლის 20 თებერვალს Billboard.com-თან ინტერვიუს დროს  გილმორმა  ჯგუფის მომავალთან დაკავშირებით განაცხადა: “ვინ იცის? მე არ მაქვს გეგმები ჯგუფის აღდგენაზე. ჩემი გეგმები უფრო მეტად ჩემს სოლო კარიერას უკავშირდება.”

2006 წლის დეკემბერში გილმორმა ჩაატარა სოლო კონცერტი, რომელიც სიდ ბარეტის ხსოვნას მიუძღვნა. დეივმა სიდის ერთ-ერთი სინგლის Arnold Layne-ის ახალი ვერსიაც წარმოადგინა დევიდ ბოუისთან და რიკ რაიტთან ერთად.  სინგლმა ბრიტანულ ჩარტებში ლიდერობა რამოდენიმე კვირა შეინარჩუნა.

Live 8-ს შემდეგ, გილმორმა ისევ დააფიქსირა საკუთარი აზრი პინკ ფლოიდის აღდგენის შეუძებლობაზე. მისი აზრი უფრო განამტკიცა 2008 წლის სექტემბერში რიკ რაიტის გარდაცვალებამ. ამ სამწუხარო ფაქტმა დეივი ძალიან დაამწუხრა: “როდესაც ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე თუ რა და ვინ იყო “Pink Floyd“-ი, არ შეიძლება არ აღინიშნოს რიკის უდიდესი წვლილი ჯგუფის განვითარებაში. მისი ხმა და კლავიშის ჟღერადობა საოცარი და სპეციფიური იყო ყოველთვის. მე არ შემიძლია ჩემი გრძნობების სიტყვებით გადმოცემა. მე ძალიან მიყვარდა რიჩარდი და ძალიან დამაკლდება იგი. მე არასოდეს დამიკრავს რიკისნაირ ადამიანთან ერთად”

მუსიკალური სტილი

გილმორი ცნობილია როგორც გიტარისტი. მისი დაკვრის სტილი შეფასებულია როგორც ყველაზე ეკონომიური და მელოდიური ჟღერადობა. გარდა გიტარისტობისა, გილმორი ასევე მულტიინსტრუმენტალისიტიცაა. იგი უკრავს ბას-გიტარაზე, კლავიშზე, დასარტყამ ინსტრუმენტებზე, ჰარმონიკაზე და საქსოფნოზე.

პირადი ცხოვრებიდან…

გილმორის პირველი ცოლი იყო ამერიკელი ვირჯინია “გინგერ” ჰასენბაინი, რომელთანაც დეივს ოთხი შვილი ჰყავს: ალისა(დაიბადა 1976 წელს), კლერი(დაიბადა 1979 წელს), სარა(დაიბადა 1983 წელს) და მეთიუ(დაიბადა 1986 წელს). მას ასევე ოთხი შვილი ჰყავს მეორე ცოლისგან – პოლი სამსონისგან – ჩარლი (დეივის გერი), ჯო, გაბრიელი და რომანი.

~ by bluesonguitar on December 3, 2009.

One Response to “დევიდ გილმორი”

  1. ჩემი ჭედვის ობიექტი ever and ever , love of my life
    ძაან კაცი,ძაან ინტელიგენტსკი,ძაან ნიჭერი და ყველაფეირ ძაან. გენიაა❤
    მიყვარს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: