გიტარაზე დაკვრა ჩაიდნებისათვის (ნაწილი 4)

ნაწილი 4.: სანოტო ნიშნები

ჩვენ განვიხილეთ ის 7 ნოტი, რომელიც მთელს მსოფლიოში შვიდია: დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი. ამ ნოტებს შორის დაშორებებს ჰქვიათ ტონები. მაგალითად, დოს + ერთ ტონი = რეს და ა.შ…

მთლიანი ტონის გარდა, მუსიკალურ სამყაროში არსებობს ნახევარტონები. მაგალითად, დოს + ნახევარტონი = დო დიეზს ან რე ბემოლს.

განვიხილოთ ეს ახალი ტერმინები.

დიეზი არის მოცემული ტონის ნახევარი ტონით აწევა, ანუ დოს ნახევარი ტონით აწევით მივიღებთ დო დიეზს.

ხოლო ბემოლი არის ნოტის ნახევარი ტონით დაწევა.

7 ნოტი მარტო მთლიანი ტონებით არ არის დაშორებული. სისა და დოს შორის და მისა და ფას შორის დაშორება ნახევარი ტონია, ანუ სი დიეზი(ნახევარტონით აწევა) იგივე დო გამოდის და ასევე მი დიეზიც იგივე ფა ნოტია. იგივე იქნება ბემოლებშიც: ფა ბემოლი გამოვა მი, ხოლო დო ბემოლი გამოვა სი. დანარჩენ ნოტებს, რომლების 1 ტონით არიან დაშორებულნი, ყველას აქვთ დიეზები და ბემოლები. პიანინოზე  ეს ნახევარტონები იგივე შავი ნოტებია.

გიტარაზე შავი ნოტები არ გვაქვს ამიტომ თითო ლადი იგივე ნახევარტონია. ანუ ერთ სიმზე 7 ნოტი საკუთარი ნახევარტონებით განლაგებულია 12 ლადზე.

~ by bluesonguitar on December 9, 2009.

2 Responses to “გიტარაზე დაკვრა ჩაიდნებისათვის (ნაწილი 4)”

  1. ვაიმე, ჩაიდანიც კი არ ვარ. ალბათ თეფში ვარ ამ საქმეში😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: